Thursday, July 14, 2011


1.პროექტის სახელწოდება: "ჩემი ოცნების ხატო,შენ საქართველო გქვია."

2.პროექტის მთავარი იდეა [თემა] 1–2წინადადებით: მოსწავლეთა ეროვნული სულისკვეთებით აღზრდა,დაწვრილებით გაეცნონ და შეისწავლონ სამყაროში მიმდინარე მოვლენები,წარმოვაჩინოთ საბუნებისმეტყველო, ესთეტიკური–შრომითი, მხატვრული კითხვის ქორეოგრაფიული და მუსიკალური შესაძლებლობები.

3.პროექტის აქტუალობა: დროებით დაკარგული კუთხეების [ოსეთი აფხაზეთი] დაბრუნებისა და შენარჩუნების გრძნობის გაღვივება. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ერთა შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება.

4პროექტის მიზნები: საკუთარი წარსულისა და აწმყოს, სხვა და სხვა კუთხის კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემის ჩამოყალიბება ქართული ფოლკლორის ფონზე.

5.მონაწილეთა ასაკი:მესამე კლასი.

6.ვადები/ხანგრძლივობა: 22იანვრიდან 26 მაისამდე

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეთა ეროვნული სულისკვეთებით აღზრდა 26 მაისის აღნიშვნით მოსწავლეებს გაუღრმავდებათ სამშობლოს დაცვის დროებით დაკარგული კუთხეების დაბრუნებისა და შენარჩუნების სურვილი.კიდევ ერთხელ ჩასწვდებიან ქართული ფოლკლორის მრავალფეროვნებას.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: აპარატურა, მიკროფონები, ფონოგრამები, ვიდეო ფირი, ხალხური საკრავები, ფორმატის ქარალდები, ფლომასწერები, საქართველოს დროშები.

9პროექტის მსვლელობა[ძირითადი აქტივობები]: შევარჩევ კონცერტის წამყვანებს, [გოგონადა ბიჭი], დავაზუსტებ ქორეოგრაფიული, მუსიკალური, და მხატრული კითხვის უნარების მქონე მოსწავლეებს,გავანაწილებ სამუშაოებს მიზნობრივი ჯგუფის მიხედვით. წამყვანები მიესალმებიან მაყურებლებს, მიულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გაიხსენებენ საქართველოს წარსულს და ისაუბრებენ აწყმოსა და მომავალზე.
სიმღერა "საყვარელო მამულო"     [კომპოზიტორი რ. სეფისკვერაძე]
წამყვანები: ლექსი" საქართველოზე"
სიმღერა "ყური უგდე საქართველო"    [ კომპ:რ. ლაღიძე]
წამყვანები: ლექსი "სვანეთზე"
ცეკვა "სვანური"

წამყვანები: ლექსი "თბილისზე"
სიმღერა "ალალი იყოს თბილისო"   [კომპ: კ ცაბაძე]
წამყვანები: ლექსი "ხევსურეთზე"
ცეკვა "ხევსურული"

წამყვანები:ლექსი "სამეგრელოზე"
სიმღერა "მეგრული პოპური"     [ხალხური]

წამყვანები:ლექსი" სამაჩაბლოზე"
ცეკვა "ოსური"

წამყვანები: ლექსი "სამხრეთ საქართველოზე"
სიმღერა "ჰერიო ბიჭებო ჰერიო"    [კომპ: ჯ. კახიძე]
წამყვანები: სიტყვები აფხაზეთზე.
სიმღერა "გამარჯობა აფხაზეთო შენი"   [ კომპ: ზ.კორინთელი]
ცეკვა "აფხაზური"

წამყვანები: ლექსი "საქართველოსთვის, საქართველოსთვის, საქართველოსთვის ბიჭებო სწორდით"

[ბიჭები შემოვლენ სამხედრო ფორმით]
გოგონები იმღერებენ "გამარჯობა მშვიდობისთვის" [ გაუშვებენ მტრედებს  ]

.
10.საგნებთან /საგნობრივჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ქართულთან, [მხატრული კითხვა]  ბუნებისმეტყველება,  ხელოვნება.  მუსიკა.

11.პროექტის ხელმძღვანელი /მასწავლებელი/: მადლენა მესხია.

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  m.mesxia@gmail.com

 13.პროექტის ვებ–ბლოგი: mesxia.blogspot.com